"საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება" | მეუფე გრიგოლ კაცია

გამოქვეყნდა:

წალკელი ეპისკოპოსის, მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება. გარდა ამისა, მისივე თქმით, მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.

"ზენონი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია", - თქვა გრიგოლ კაციამ [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

ცნობისთვის, მანამდე, სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გაათავისუფლეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი