"მთავარის" ინფორმაციით, მეუფე ზენონს რუსულნომრიან მანქანაში მსხდომი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

გამოქვეყნდა:

თავდასხმა სინოდის წევრზე. მეუფე ზენონი რამდენიმე დღის წინ ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა. "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ მღვდელმთავარს ღამის საათებში, ნაძლადევში რამდენიმე მამაკაცი დაუპირისპირდა, რომლებიც რუსულნომრიანი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. მთვარეპისკოპოსს სხეულზე მნიშვნელოვანი დაზიანებები ჰქონდა, თუმცა ის თავისი ფეხით კლინიკაში მივიდა. თავდასხმის ისტორიის გასაჯაროება მეუფეს არ სურდა, თუმცა ეს საკითხი დღეს სინოდზე განიხილეს. 

მღვდელმთვრების სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთვარეპისკოპოსი დროებით საზღვარგარეთ მიემგზავრება სამკკურნალოდ. მისი ეპარქიის ნაწილი - დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის საეპისკოპოსო კი დროებით პატრიარქის დაქვემდებარებაში გადადის. თავად მეუფე დღეს პირადადაც იმყოფებოდა საპატრიარქოში, თუმცა შენობაში მედიისგან ფარულად შევიდა და გამოვიდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი