წმინდა სინოდის სხდომა 2-წლიანი პაუზის შემდეგ, რომელიც მხოლოდ 40 წუთს გაგრძელდა. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირები დღეს 5 საათის განმავლობაში ელოდებოდნენ შეხვედრის დაწყებას. უცნობია, რა გახდა შეყოვნების მიზეზი, თუმცა ფაქტია, რომ პატრიარქმა ტახტის თანამოსყდრეს სხდომის გახსნის უფლება არ მისცა.
ერთი ვერსიით, სინოდის დღევანდელ სხდომაზე პატრიარქს გადადგომის შესახებ განცხადება უნდა გაეკეთებინა. ილია მეორეს ამ სურვილს კი სინოდის წევრებში უკამყოფილება მოჰყვა. საბოლოოდ, უცნობი დარჩა, პატრიარქმა დროებით შეცვალა გადაწყვეტილება, თუ საკითხი დღის წესრიგიდან საერთოდ მოიხსნა. შეხვედრიდან გამოსული მღვდელმთავრები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
ავტორი: საბა ბუაძე