ზუგდიდში ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა | მძღოლმა მანქანა დატოვა და მიიმალა

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში. მსუბუქი ავტომობილი 70 წლის ქალს დაეჯახა. მისი მდგომარეობა მძიმეა, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, მძღოლმა უსაფრთხოების მართვის ცენტრში, 112-ში დარეკა, მანქანა შემთხვევის ადგილას დატოვა და მიიმალა.

შემთხვევის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი