საგარეჯოში ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა | მათ შორის მცირეწლოვანია

გამოქვეყნდა:

ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის აარის მცირეწლოვანი ბავშვი.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ საგარეჯოს გზაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ. 

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა მცირეწლოვანი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა.

რაც შეეხება დაშავებულებს , ორი მამაკაცი და ერთი ქალი, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცებს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვთ, ქალი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი