კოვიდინფიცირებული პრივილეგირებული სტუმარი - ბათუმის "რედისონი" სტუმრებისთვის სახიფათოა

გამოქვეყნდა:

საქართველოში, კორონავირუსი ყაზახეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. ის ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის ბიზნესპარტნიორია. "მთავარი არხის" ინფორმაციით, სწორედ რამიშვილმა უშუამდგომლა ყაზახ ბიზნესპატრნიორებს ზღვისპირა ქალაქში კარანტინის გერდის ავლით სტუმრობა. ინფიცირებული სტუმარი არც ინფექციურ და არც რესპულიკურ საავადმყოფოში მკურნალობს, უცნობია ისიც, რატომ გადამალეს საგულდაგულოდ ყაზახეთის მოქალაქე და როგორია ახლა მისი ჯანმრთელობის  მდგომარეობა.

სასტუმროს ადმინიტრაციაში კოვიდ 19-ის შემთხვევას ადასტურებენ და ამბობენ, რომ ყაზახ სტუმარს მანამდე  გამოხატული სიმპტომები არ ჰქონია. ტესტირება ორჯერ ჩაუტარდათ მასთან ერთად მყოფ სხვა სტუმრებსაც და მასთან შემხებლობაში მყოფ ყველა პირს. ტესტების პასუხები უარყოფითია და  ყველა მათგანი ორ კვირიან კარანტინში იმყოფება.

ყაზახეთიდან საპატიო სტუმრებთან აქტიური კომუნიკაციის მიუხედავად, სასტუმროს მფლობელი და  მასპინძელი კარანტინში არ იმყოფება. გიორგი რამიშვილს დღეს "მთავარმა არხმა" საცხოვრებელ სახლში მიაკითხა. ადგილზე დაცვა და მისი კუთვნილი ავტომანქანა დაგვხდა, ეჭვი იმის შესახებ, რომ ბიზნესმენმა  სავალდებულო კარანტინი დაარღვია, სასტუმრო "რედისონის" ადმინისტრაციის თანამშრომრომელმა დაგვიდასტურა. გიორგი რამიშვილი არც კარანტინშია და საკუთარ სახლში, სტუმრებს აქტიურად იღებს.

ქვეყანაში გავრცელებულ შერჩევით სამართალზე საუბრობენ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიების ლიდერები ამბობენ, რომ მაშინ, როცა საქართველოს რიგითი მოქალქეები ვალდებულები არიან ორ კვირიანი კარანტინი გაიარონ, ამ დროს მთავრობასთან დაახლოვებული პირები საკუთარი ნებით მოქმედებენ.

ის რომ ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით საქართველოში შემოსვლაზე და ინფიცირებული პირების ყოფნის შესახებ ინფორმაცია საგულდაგულოდ გადამალულია, ფაქტია. მაშინ, როცა ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოქალქეებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი