ბათუმში, ლიფტის ჩავარდნის შედეგად სამი ადამიანია დაშავებული. ისინი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.ორი მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება, 52 წლის ქალს კი ქვედა კიდურები აქვს მოტეხილი, როგორც კლინიკა “ბაუში” აცხადებენ, ქალს ქირურგიული ოპერაცია ესაჭიროება.
შემთხვევა კი აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ლიფტი მაშინ ჩავარდა, როდესაც იქ 6 ადამიანი იმყოფებოდა.
სავარაუდოდ ლიფტმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ავარიულად დაეშვა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე