თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროსადგურ "ვარკეთილში" მგზავრთა მომსახურება განახლდა. მანამდე, მეტროში მგზავრების მიღება დროებით შეწყვეტილი იყო. კომპანიის განმარტებით,
შეფერხება ერთ-ერთი ესკალატორის დაზიანებამ გამოიწვია.
"ამ ეტაპზე თბილისის მეტროს ორივე ხაზი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას", - ნათქვამია სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.