საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები.
უწყების ცნობით, გაწმენდითი სამუშაოები და ქვიშა-მარილის ნარევის დაყრა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება, ყველა საჭირო ადგილას მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა.
ამ დროისთვის, საავტომობილო გზებზე დაწესებულია შემდეგი სახის შეზღუდვები:
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:
- თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ40–კმ260 (მუხრანის გადასახვევი-სამტრედია-დაფნარის კვანძი) მონაკვეთზე,
- მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე,
- ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე,
- ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე,
- გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 (გომი-ზესტაფონი) მონაკვეთზე,
- ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ99-კმ125 (ჭველიერი-მელე) მონაკვეთზე,
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე,
- ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთსა
- საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე.
ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია:
- ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 (პაქსაძეები-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე;
- ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ66 (კორშა-ბისო) მონაკვეთზე;
- ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ151 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე.
მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით:
- ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ38-კმ86 (ქედა-პაქსაძეები) მონაკვეთზე;
- ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ25-კმ53 (მაღაროს კარი-კორშა) მონაკვეთზე;
- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით.