ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი თურქეთში ჩავიდა - 100 მაშველი ქალაქ ანთაქიაში იმუშავებს 

გამოქვეყნდა:

ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი თურქეთში ჩავიდა - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულმა ჯგუფმა ის მეხანძრე-მაშველები ჩაანაცვლა, რომლებიც ქალაქ ადიამანში ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს.

"ქალაქ ადიამანში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, თურქეთის რესპუბლიკის ყოფილმა ელჩმა საქართველოში - ფატმა ჯერენ იაზგანმა ქართველ მაშველებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის.

თურქულ მხარესთან კოორდინაციის შემდეგ, ქართული სამაშველო ჯგუფის ახალი ამოცანა განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც 100 ქართველი მაშველი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში განახორციელებს.

სამაშველო ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით",- ნათქვამია განცხადებაში. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ თურქეთში კვლავ რჩებიან ქართული სამაშველო ძალების ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი