დღეს, 22:00 საათზე სამი არხის ერთობლივი ეთერი

გამოქვეყნდა:

სამი ტელევიზიის გაერთიანებული ეთერი - დღეს, 22 საათზე ტელეკომპანია "მთავარი არხი", "ფორმულა" და "ტვ პირველი" დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ ერთობლივ ეთერში ისაუბრებენ. 

გადაცემის მთავარი თემა ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა და ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებლის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დღეს დაფუძნდა, ხოლო "ფორმულას" დახურვის პროცესად შეფასებული სასამართლო დავა სააპელაციოში მიმდინარეობს. თავდაცვის ყოფილ მინისტრს მისივე ყოფილი უწყება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება და 5 მილიონს ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი