2022 წელს ქართულ ბანკებში ახალი ანგარიში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა 

გამოქვეყნდა:

2022 წელს საქართველოს ბანკებში რუსეთის 109 955 მოქალაქემ გახსნა ახალი ანგარიში. ამის შესახებ ინფორმაციას bpn ეროვნული ბანკის მიერ დეპუტატ პაატა მანჯგალაძისთვის გაგზავნილი ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სებ-ის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში კომერციულ ბანკებში ახალი ანგარიში გახსნა რუსეთის რეზიდენტმა 109 949 ფიზიკურმა პირმა და 6-მა იურიდიულმა პირმა.

"გასათვალისწინებელია, რომ შესაძლოა, კონკრეტულ პირს გახსნილი ჰქონდეს ერთზე მეტი ანგარიში სხვადასხვა ბანკში და ცხრილში ასახული პირთა ჯამური რაოდენობა მოიცავდეს დუბლირებულ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ მონაცემებს გაწვდით კონსოლიდირებული სახით, ბანკების მიხედვით დეტალიზაციის გარეშე, გამომდინარე კონფიდენციალობის პრინციპიდან,“ - ნათქვამია სებ-ის მიერ ინფორმაციაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი