"განსაკუთრებით რაც "ვივამედში" გადაიყვანეს, ამ კლინიკაში, ყოველ შესვლაზე მხვდება ნაკლები და ნაკლები ადამიანი. განსაკუთრებით ბოლოს, სინოდის სხდომის დღეს რომ ვიყავი შესული, მე ასეთი არ მინახავს ეს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ, რომ ნებისმიერი დამნაშავე აუცილებლად უნდა გასამართლდეს, ჩემი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება ასეთია და ამ ქვეყანაში მე არ მინდა, რომ მოქმედებდეს ე.წ. ლინჩის წესი. გამოდის, რომ ეს ადამიანი სასიკვდილოდ არის გამეტებული. აუცილებლად მოკვდება თუ ასე გაგრძელდა"
- ამბობს ახალქალაქის, კუმორდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი მიხეილ სააკაშვილზე.