სინოდის სხდომა, რომელიც თითქოს მშვიდად დასრულდა, სპეკულაციებისა და სკანდალური ბრალდებების წყარო ხდება. ქართული ეკლესიის მღვდელმთავრების შეკრების შემდეგ, მეუფე ზენონი ხმაურიან განცხადებას ავრცელებს შეთქმულების თაობაზე, სხდომის განჩინება კი კიდევ უფრო მძიმე კითხვებს აჩენს ეკლესიის პოლიტიკური მიკერძოების თემაზე.
დმანისელი მთვარეპისკოპოსი, რომელსაც ბრიტანული ეპარქია ჩამოართვეს, ამტკიცებს, რომ ეკლესიის შიგნით არის ჯგუფი, რომელიც თავად ეკლესიას და ქართულ სახელმწიფოს აზიანებს. საერთაშორისო ურთიერთობებში კი სინოდი კვლავაც რუსული ეკლესიის მიმდევარია და ღიად უჭერს მხარს მოსკოვის საპატრიარქოში მიღებულ გადაწყვეტილებებს.
ავტორი: საბა ბუაძე