"ვიღაც ფანატიკოსები მეტროდან ამეკიდნენ და ავტობუსამდე ამომყვნენ... ქათამი აქტივისტია, გადავიმტვრევთ, დავჭრით მუხლებშიო" - ამის შესახებ ლგბტქ აქტივისტი ლუკა აბლოთია სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, მსგავსი რამ არაერთხელ მომხდარა.
"SOS" დღეს გადავურჩი თავდასხმას ავტობუსში უკვე მეორედ. ვიღაც ფანატიკოსები მეტროდან ამეკიდნენ და ავტობუსამდე ამომყვნენ. ავტობუსში ხმამაღლა ამბობდნენ, ეს ის პიდარასტია ის ქათამი აქტივისტიაო ამას გადავიმტვრევთ დავჭრით მუხლებში. მერე მივხვდი რომ ცუდი სცენარი აგორდებოდა და უკან გადავედი მეგობართან ერთად და იგინებოდნენ. მერე მოვიდნენ ჩემთან და მკითხეს, შენ ხო ის ხარ ლუკა მეთქი კითქო აზრი არქონდა დამალვას. მერე კარგი გაჩვენებ მაგასაცო და თავი დამიქნიეს. ტიპები პირჯვრებს იწერდნენ და სანამ ჩემს ფეიჯებს ათვალიერებდნენ გაჩერებასთან მდე და ჩემმა მეგობარმა ეგრევე ჩამოვხტით. ავტობუსი გაჩერებიდან რამოდენიმე მეტრში ისევ გაჩერდა და ჩვენ რომელიღაცა კორპუსს შევაფარეთ თავი. უკვე ეს არაერთი შემთხვევაა რაც ადგილი აქვს ჩემს დევნას როგორც ქვიარ ადამიანს და აქტივისტს. ეს არის საშინელი ბრძოლა რაც ყველას ჩვენგანს გვიჯდება ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასადაც" - წერს სოციალურ ქსელში ლგბტ აქტივისტი.
მოგვიანებით, ლუკა აბლოთიამ სოციალურ ქსელში მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვეღარ იმგზავრებს.
"ძვირფასო მეგობრებო დიდი მადლობა თქვენ ასე გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის! თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა მიყვარხართ როგორც ოჯახისწევრები ისე ხართ ჩემთვის ძალიან რთული სიტუაციაში ვარ მაგრამ არ მიკვირს ხელებს მაინც არ ჩამოვწევ. ესეთია ცხოვრება რთული სახიფათო სტრესული. დღეიდან ვეღარ ვიმგზავრებ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მაგრამ სწორედ ამიტომაც აქვს აზრი ბრძოლას! ამ სისტემამ წამართვა ბავშობა, ცხოვრება, უსაფრთხოება, სიმშვიდე, სოციალურ ეკონომიკურ ცხოვრებაც. მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცით განსხვავებული ვარ და ჩემი აზრი და იდეა გამაჩნია ხოლო ამ აზრისთვის და იდეისთვის ვიბრძვი და ვცდილობ რამე შეიცვალოს უკეთესობისკენ. ხელებს არ ჩამოვწევ სიცოცხლის ბოლომდე მე ვიქნები ქვიარი! ყველგან და ყოველთვის ვიტყვი იმას რისიც მჯერა და მწამს! - წერს Facebook-ზე.