დიდთოვლობა გზაზე - Wizz Air-ის ქუთაისი-ბერლინის რეისი 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა

გამოქვეყნდა:

ქუთაისის აეროპორტიდან, Wizz Air-ის რეისი ბერლინში 87 მგზავრის გარეშე გაფრინდა. ფრნა დილის 6 საათზე იყო ჩანიშნული.

მგზავრების ინფორმაციით, რიკოთზე უამინდობისა და გზაზე თოვლის გამო შექმნილი პრობლემების გამო, თბილისიდან ქუთაისის აეროპორტში მიმავალმა ავტობუსმა დააგვიანა, რის გამოც დათქმულ დროს აეროპორტში ვერ მივიდნენ.

"87 ადამიანის გამო ფრენის გადადებაც კი შეიძლებოდა არათუ 1 საათით დალოდება. მარა ჩვენ ქვეყანაში ხო ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია. იქით ომნი ბასი მთელი დღის განმავლობაში მარწმუნებდა რომ დროულად იქნებოდნენ მგზავრები აეროპორტში, თორე ვეძებდი ალტერნატიულ საშუალებას. ღირსები არიან რო თავზე დაამხონ ეგ აეროპორტი მაგ უნამუსობს, ხალხი 7 საათის განმავლობაში თოვლში და უბედურებში საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მიდიოდა და ელემენტარულად თავი არავინ შეიწუხა რო დახმარებოდა მაგ ხალხს. არსად არ ხდება რო 87 ადამიანი რამდენიც ერთ რეისზე კი არა ორზეცკი შეიძლება არ იყოს ხოლმე ფეხებზე დაიკიდონ და არ გაითვალისწინონ, და ნუ გამომიხვალთ ხოლმე რა ბანძი იდეალისტური ტექსტებით რო დააგვიანე შენი ბრალიაო და იქ წუთი წუთზეა გათვლილი და აბა შენ ვინ დაგელოდებაო, ჩვენც დავფრინავთ და ჩვენც ვიცით სად რა და როგორ ხდება. 87 ადამიანი როცა აგვიანებს უნდა გაითვალისწინო და დაელოდო. ბევრ დიდ ავიაკომპანიას დაგვიანებია ბევრ დიდ აეროპორტში მაგაზე ნაკლები მიზეზით, აბა ცუდად გამხდარიყო ვინმე 2-3 საათსაც მშვენივრად დააგვიანებდა და არც არაფერი არ მოხდება. ცოტა მეტი სოლიდარობა და თანაგრძნობა გამოიჩინეთ ერთმანეთის მიმართ ხალხო" ,- წერს ერთ-ერთი მგზავრი ფესიბუკ ჯგუფ „მოგზაურთა კლუბში“.

როგორც კომპანიის პრესსამსახურმა "მთავარი არხის" ვებგვერდს უთხრა, საკითხთან დაკავშირებით Wizz Air-ის სათაო ოფისთან აქვთ კომუნიკაცია.

 თუ კომპანია განცხადებას გააკეთებს, მასალა განახლდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი