გლობალური გასართობი პლატფორმა TikTok- დან ბოტების ქართული ანგარიშები დაიბლოკა - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის ქვეყნებისთვის გამოქვეყნებულ ანგარიშში.
დაბლოკილია18 ანგარიში, რომელთა გამომწერების რაოდენობა 85 ათასს აჭარბებდა. ისინი 2022 წლის მესამე კვარტალში გამოავლინეს და დაბლოკეს.
"ჩვენ შევაფასეთ, რომ ქსელი მოქმედებდა საქართველოდან და რომელთა სამიზნე რუსულენოვანი აუდიტორია იყო, ძირითადად ყაზახეთში, ბელარუსსა და უკრაინაში მცხოვრებლები. ამ ანგარიშების უკან მდგომი პირები ავრცელებდნენ შინაარსს რუსულ ენაზე, არასანდო ანგარიშების გამოყენებით, თავს საინფორმაციო სააგენტოებად ასაღებდნენ. აძლიერებენ პრორუსულ ნარატივს, რომელიც მიზნად ისახავდა დისკურსს უკრაინის ომის შესახებ" ,- ნათქვამია განცხადებაში.
TikTok-ის ანგარიში ასევე ნათქვამია, რომ გამოვლენილია რუსული ბოტები, რომლებიც პროპაგანდისთვის გამოიყენებოდა და სამიზნე აუდიტორია ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებლები იყვნენ. კომპანიამ მსგავსი 1 688 ანგარიში დაბლოკა, რომელთაც 133 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა.