ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, ძველი მეჩეთის ტერიტორიაზე, მიტოვებული ჩვილი იპოვეს - ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა "ბათუმელებმა"  გაავრცელა.

"მთავარი არხის" ინფორმაციით,  შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა.ჩვილი ბათუმის მეჩეთის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. ის დაახლოებით ათი დღის არის. ახალშობილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე გამოძიება 127-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ადამიანის სიცოცხლის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი