24 თებერვალს დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან

გამოქვეყნდა:

24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდებიან. ახალგაზრდები მსვლელობას პირველი კორპუსის ეზოდან დაიწყებენ.

"გვინდა ღიად და საჯაროდ დავაფიქსიროთ, რომ ვუერთდებით ეროვნულ მოძრაობას და მივიღებთ მონაწილეობას 24 თებერვალს დაანონსებულ აქციაში. გვჯერა და ღრმად გვწამს, რომ სტუდენტობა და ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს ითამაშებს დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებში საქართველოში", - თქვა ერთ-ერთმა სტუდენტმა. 

ახალგაზრდები ამბობენ, რომ ერთადერთი რამ, რაც სტუდენტებს აშინებთ არის მომავლისა და პერსპექტივის დაკარგვა საკუთარ ქვეყანაში.

ცნობისთვის, 24 თებერვალს აქცია "ეს არის საქართველო - დიდება გმირებს!" რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი