საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა

გამოქვეყნდა:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად", - წერია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე შეზღუდვა დღეს დილით დაწესდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი