ქალაქ ოზურგეთთან დღეს მეორე, 3 მაგნიტუდის სიმძლავრის, მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისქვეშა ბიძგების სიღრმემ 10 კილომეტრი შეადგინა, ხოლო მისი ეპიცენტრი ქალაქ ოზურგეთის - სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ გომთან იყო.
ცნობისთვის, მანამდე, დილით, ოზურგეთთან 3.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.