გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, სერვისების გაცემა შეფერხებულია - იუსტიციის სახლი 

გამოქვეყნდა:

იუსტიციის სახლი სერვისების გაცემასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ   გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, პროცესი შეფერხებულია. 

მათი ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

"განცხადება! გაცნობებთ, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზის გამო, იუსტიციის სახლის ფილიალებში შეფერხებულია სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“, სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ და სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ სერვისების გაცემა. ამასთან, ნაწილობრივ შეზღუდულია სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მომსახურება.

ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. სერვისების გაცემის პროცესის განახლებისთანავე ინფორმაცია განთავსდება იუსტიციის სახლის ოფიციალურ Facebook გვერდზე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!" , - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი