სამშენებლო უსაფრთხოების კანონის მიღების გადავადებაზე "მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია" საკონსტიტუციოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

"მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაცია" საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს. ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და  უკანონოდ მიიჩნევენ ბიზნესასოციაციის მიერ ინიციირებულ სამშენებლო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით რეგულაციებზე კანონის მიღების გადავადებას.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ვადების გაჭიანურებით ირღვევა მოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლებები. ირღვევა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც.

"კონკრეტული დადგენილება მიზნად ისახავს გადავადებას სწორედ რეგულაციების ისეთი უსაფრთხოების ზომებისა და გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომლითაც პირიქით დაცული უნდა იყოს ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ, ჩვენ, სამართლის დაცვის სპეციალისტები, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოვამზადებთ საკონსტიტუციო სარჩელს და მივმართავთ შესაბამის უწყებას, არათუ გადაავადოს, არამედ შეასრულოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და დაცული იყოს ადამიანის, როგორც ყველაზე უმაღლესი ღირებულების სიცოცხლის უფლება", - თქვა მშენებლობით დაზარალებულთა ასოციაციის იურისტმა გიორგი მათიაშვილმა.

ასოციაციის ცნობით, არ სეიძლება ბიზნების ინტერესების გათვალისწინება, ადამიანის სიცოცლხისთვსი საფრთხის შექმნის გზით. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი