დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - რამდენიმე მუნიციპალიტეტში ამ დრომდე გადაადგილების პრობლემაა 

გამოქვეყნდა:

დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში - იმის მიუხედავად , რომ გზების გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა მუშაობს  - ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გადაადგილების პრობლემა ამ დრომდე ვერ მოგვარდა.  

რთულია ვითრება ჭიათურის მუნიციპალიტეტშიც, სოფლების მოსახლეობა გარე სამყაროს ფაქტობრივად მოწყვეტილია. უამინდობის გამო შეფერხებები იყო შიდა ქართლშიც.

ხელისუფლების ოპონენტები კორუფციაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ კომპანიები, რომლებთანაც საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულებებს აფორმებს, ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებენ და პრობლემის მოგვარებას ვერ ახერხებენ.

"ყოველ წელს გზების დეპარტამენტისთვის გვჭირდება ახსნა, რომ ზამთარში მოთოვს. ხელშეკრულებები, რომლებიც კომპანიებს ავალდებულებს თოვლის გაწმენდას, დადებული 2021 წელს სამწლიანი კონტრაქტებია და თანხები არის ძალიან ცოტა დარჩენილი. 2021 წელს საწვავის ფასიც სხვა იყო, ავტომობილისა და ტექნიკის იჯარის თანხებიც უფრო იაფი იყო, ვიდრე წელს. ამ კომპანიებში არის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული კომპანია "არალი" ,-  ამბობს ბესიკ დონაძე. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ აუცილებელია გზების დეპარტამენტმა ჩაატაროს გადაუდებელი ღონისძიებები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი