"სამართალი კურიერებისთვის!" - 19 თებერვალს, 14:00 საათზე "ვოლტის" ოფისთან აქცია დაიგეგმა 

გამოქვეყნდა:

"სამართალი კურიერებისთვის!" - კვირას, 19 თებერვალს, 14:00 საათზე  ვოლტის ოფისთან კურიერების საპროტესტო აქცია გაიმართება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქციას ოთხი მოთხოვნა აქვს:  მათ შორის, ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები და კომპანიის მხრიდან ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნისა და დეჰუმანიზაციის შეწყვეტა. 

განცხადება სრულად:

"გრძელდება უწყვეტი საპროტესტო მოძრაობა - მორიგი აქცია, 19 თებერვალს, კვირა დღეს, 14:00-ზე. ღონისძიების აღწერა გვსურს მხოლოდ მედიისთვის სიმარათად გამოვიყენოთ. თქვენ მუდმივად აანონსებთ თქვენი ეთერებიდან და რაც ახლა ჩვენთვის უკვე უფრო მეტად მნიშვნელოვანია - თქვენი სოციალური ქსელის პლატფორმებიდან სხვადასხვა პარტიულ აქციებს. ამას თხოვნა არ უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ მოდი ვთქვათ ასე - უმორჩილესად, გთხოვთ სასწრაფოდ გაავრცელოთ ვოლტის კურიერების / მშრომელთა მორიგი აქციის ანონსი თქვენი ეთერებიდან და სოც.მედია პლატფორმებიდან. ასევე მანიპულაციისა და ინფორმაციის კომპანიის სასარგებლოდ დანაწევრების გარეშე მკაფიოდ აღნიშნოთ ჩვენი აქციის მოთხოვნა და მიზნები. გთავაზობთ მცირე აღწერას, მოსახერხებელს ჟურნალისტური ფორმატისთვის.

--------- მედიისთვის -------

ხვალ, 14:00-ზე ვოლტის ოფისთან კურიერების მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება.

აქციას ოთხი მოთხოვნა აქვს და ოთხივე თანაბრად მნიშვნელოვანია.

1. ღირსეული ანაზღაურება და სამუშაო პირობები.

2. კოლექტიური მოლაპარაკება პარტნიორ კურიერებთან.

3. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ადიამების ანტიკონსტიტუციური დევნა და დეჰუმანიზაცია კომპანიის მხრიდან.

4. ვოლტიდან (რომლის 100 % წილის მფლობელია ვოლტ ფინეთი) გათავისუფლდნენ დირექტორი ნატალია ხიზანიშვილი და ოპერაციების დეპარტამეტის უფროსი გიორგი ჯაკობია. ჩვენი მოთხოვნების მესამე პუნქტი მათ მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. საერთაშორისო კომპანიაში ასეთი ადამიანების ადგილი არ არის.

საპროტესტო მოძრაობას მხარს უჭერენ ქართველი მუსიკოსები და ხელოვანები: ნიკოლოზ რაჭველი, სტეფანე მღებრიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ერეკლე დეისაძე, აჩიკო გულედანი და მრავალი სხვა.

------------------------------------------------------------------

საპროტესტო მოძრაობა "სამართალი კურიერებისთვის" მივმართავ ევროპარლამენტის ვიცე პრეზიდენტს ჰაიდი ჰაუტალას. ქალბატონო ვიცე-პრეზიდენტო, კურიერები იბრძვიან უკეთესი პირობებისა და ქვეყნისთვის, სადაც გამეფებულ უსამართლობას თქვენ უკვე უწოდეთ "ჩამორჩენილი და დესტრუქციული ეკონომიკური მოდელი".

დანარჩენი ინფორმაცია და განახლებები დაიდება აქციის ღონისძიებაში, აქ ფეისბუქზე. იყავით ყურადღებით.

უმორჩილესად გთხვოთ, დაუჭიროთ მხარი ქართველ კურიერებს.",- ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, 5 თებერვლიდან შრომითი უფლებების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით, Wolt-ის კურიერები აქციებს მართავენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი