ფიზიკური დაპირისპირება პანკისში - ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ეთნიკურად ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ამ წუთებში სოფელ მატანში ახალგაზრდები არიან შეკრებილი ​და პანკისელებისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავტომობილო გზის გადაკეტვით იმუქრებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, მატანში მცხოვრები ახალგაზრდა სოფელ დუისში ქათამს დაეჯახა და დაპირისპირებაც ამას მოჰყვა.

არ არის გამორიცხული პროცესში ჩაერთოს პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭო, რომელიც  კონფლიქტის განეიტრალებას შეეცდება.   

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი