ქუთაისში, ცხრა აპრილის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ლიფტი მოწყდა.
არსებული ინფორმაციით, კაბინა მე-12 სართულიდან ჩამოვარდა და მე-4 სართულზე გაიჭედა.
შემთხვევის დროს ლიფტში ორი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ბავშვი. ისინი არ დაშავებულან.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, ლიფტი 1 წლის წინ გაარემონტეს.