სტიქია ანაკლიაში - მოვარდნილმა წყალმა დააზიანა გზები, გაზის მილები, ელექტროენერგიის ბოძები. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების ნაწილი და საყოფაცხოვრებო ნივთები. ანაკლიის მოსახლეობა სტიქიას საკუთარი ძალებით ებრძვის, რადგან მიმართვების მიუხედავად მათ პრობლების მოგვარებაში ადგილობრივი ხელისუფლება არ ეხმარება, არ ჩატარებულა ნაპირსამაგრი სამუშაოები და შტორმის დროს ადგილობრივები დაცულები არ არიან.
"წყალი სახლებში შედის... ჩემი ეზო ბლოკის ღობით იყო შემოსაზღვრული და ის წაიღო ზღვამ" - ამბობს მოსახლეობა.
ავტორი: ემა გოგოხია