ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე ქარელი-რუისის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ქუთაისის წყალმომარაგების კომპანიის მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა.
შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.