თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის

გამოქვეყნდა:

თელავში საცხოვრებელი სახლი იწვის - რუსთაველის ქუჩაზე ხანძარი საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე გაჩნდა, სადაც მარტოხელა მოხუცი ცხოვრობდა. ცნობილია, რომ მეპატრონემ სახლის დატოვება დროულად შეძლო. 

არსებული ინფორმაციით, დაიწვა საყოფაცხოვრებო ნივთები და დაზიანდა ტექნიკა. 

ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ შეშის ღუმელი გახდა. 

ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და პოლიცია. მომხდარის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ავტოირი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი