საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის და გუდაური - კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. სააგენტოს ცნობით, მიზეზი ზვავსაშიშროების საფრთხის მაღალი დონეა.
"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში.