კახეთში მანქანა ქვეითს დაეჯახა | მისი მდგომარეობა მძიმეა

გამოქვეყნდა:

დედოფლისწყაროში, რუსთაველის გამზირზე, მანქანა ქვეითს დაეჯახა, - არსებული ინფორმაციით, 69 წლის ქალი მძიმედ დაშავდა. დაშავებული ქალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარებამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პაციენტის თბილისში გადაყვანა იგეგმება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი