ხაიში - ჯვრის მონაკვეთზე, სოფელ ვეგთან მეწყერი ჩამოწვა. ადგილზე 8 ავტომობილია გაჩერებული, მათ შორის 3 მიკროავტობუსია, რომელსაც დაახლოებით 30-მდე ადამიანი გადაჰყავდა. ისინი ახლა დახმარების მოლოდინში არიან.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზაზე გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და გზა დაახლოებით, საათნახევარში გაიხსნება.
ავტორი: ემა გოგოხია