რესპუბლიკურიდან საქმეში ფიგურანტი ექიმები გათავისუფლდნენ - გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დღეს აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დღეს აქციას გამართავენ კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახის წევრები და ახლობლები. ისინი კლინიკის ხელმძღვანელობისგან იმ ექიმების გათავისუფლებას მოითხოვენ, რომლებიც ახალგაზრდა სპორტსმენის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებენ.

"ფაქტობრივად გამოკვეთილია ყველა ის დაუდევარი და გულგრილი დამოკიდებულება, რამაც სასიკვდილო შედეგამდე მიიყვანა ვახტანგ ჩარკვიანი, აქედან გამომდინარე, ეს ექიმები დღესაც იქ მუშაობენ, ჩვენი მიზანია მოვუწოდოთ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციას, მინიმუმ, გაათავისუფლონ ეს ექიმები სანამ არ დასრულდება გამოძიება, ასევე, გავაგებინოთ პაციენტებს, იქ მწოლიარე ავადმყოფებს ვის ხელში იმყოფებიან", - თქვა ოჯახის ადვოკატმა, ზაალ დავითაიამ. 

ოჯახის ადვოკატის თქმით, ეს იქნება გამაფრთხილებელი აქცია და იმ შემთხვევაში თუ რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია საქმეში ფიგურანტ ექიმებს გამოძიების დასრულებამდე არ გაათავისუფლებს, პროტესტი კლინიკასთან პერმანენტული იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი