ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჩქუმი-ქუბაქის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ზვავი ჩამოწვა სამუშაოები გრძელდება. მთის მასის ქვეშ, არსებული ცნობით, ერთი მოქალაქეა მოყოლილი.
ადგილზე შესაბამისი სამსახურები და ტექნიკაა მობილიზებული. შემთხვევა გუშინ საღამოს შვიდი საათისთვის მოხდა.
ცნობილია, რომ კაცი მანქანით მარტო გადაადგილდებოდა. ის სკოლაში მუშაობდა. ადგილობრივები, რომლებიც მაშველების დახმარებას ცდილობენ, ამბობენ, რომ კაცი კონტაქტზე არ გამოსულა.