ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილ მეწყერს 43 წლის პედაგოგი ემსხვერპლა, რომლის მანქანაც კლდოვან მასაში მოყვა.
მისი ცხედრის ამოყვანას მაშველებმა თითქმის 24 საათი მოანდომეს. გარდაცვლილი გელა ლიპარტელიანი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა სოფელ ქულბაქის გზაზე რამდენიმე მიწის მასა მოწყდა და ავტომობილი ქვეშ მოიყოლა.
" ვადასტურებთ, რომ მამაკაცი გარდაცვლილია. ეს მოხდა წუხელ დახლებით ღამის სამ საათზე, მიდიოდა სოფელ ჭყონის მიმართულებით რა დროსაც ზვავი ჩამოწვა და მოყვა. ტერიტორიას ჩაუტარდება ექსპერტიზა და მოხდება გეოლოგიური დასკვნის შედგენა, რის შემდეგაც დაიწყება მისი გაწმენდითი სამუშაოები და დაიწყება ალტერნატიული გზის კეთება" - ამბობს ცაგერის მერის შემსრულებელი
მეწყრული პროცესი ადგილზე ისევ გრძელდება, ორი სოფლის ასობით მოსახლე მეორე დღეა გარე სამყაროს მოწყვეტილია. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები შეწყვეტილია. მეწყრული პროცესები ისვე გრძელდება.