საინჟინრო ნაგებობა, რომელმაც პირველივე სტიქიას ვერ გაუძლო. მდინარე რიონის ადიდების შედეგად სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ახლადაშენებული და არ გახსნილი ხიდის ერთ-ერთი ბურჯი დაზიანდა და ესტაკადის რამდენიმე მეტრიანი მონაკვეთი ჩაინგრა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ფაქტია, რომ მილიონებად ღირებული პროექტის უმნიშვნელოვანესი კონსტრუქცია უხარისხო აღმოჩნდა.