რუსთავში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

ახალგაზრდა კაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუსთავში დაჭრეს, გარდაიცვალა. როგორც "ინფო რუსთავი" წერს, 24 წლის კაცი რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, რის შემდეგაც მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განაგრძობდა, რამდენიმე საათის წინ კი ის მოულოდნელად გარდაიცვალა.

ცნობისთვის, მას ჭრილობები ცივი იარაღით მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კლინიკა კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი