ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ, მაგრამ მკურნალობის პროცესში არის ორი მხარე - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

არის ორი მხარე სამკურნალო პროცესში - საექიმო და პაციენტის მხარე. ჩვენი მხარის მიზანია ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან - აცხადებს ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"ვივა მედში" მესამე პრეზიდენტის მდგომარეობაზე სასაუბროდ სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც ჩხაიძემ დაადასტურა, რომ კლინიკაში თავის ფეხით შესული მიხეილ სააკაშვილს ახლა გადაადგილება უჭირს, თუმცა ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მან თავად პაციენტს დააკისრა:  

"მე შემიძლია ვთქვა, რომ კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველივე დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს. შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, რაც დამტკიცებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა და პაციენტისთვის კეთდება ყველა ის საჭირო კვლევა, რაც მას ესაჭიროება, ეს იქნება ლაბორატორიული თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მაგრამ, მოგეხსენებათ სამკურნალო პროცესი შედგება 2 მთავარი კომპონენტისგან, ეს არის ერთი პაციენტის მხარე და მეორე- სამედიცინო პერსონალი. მე შემიძლია თამამად გითხრათ თქვენ ყველა ჩვენი ექიმის სახელით, რომ ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს მას თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი თუ საშუალება, მაგრამ არის მეორე მხარე - უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რა მიზანიც აქვს სამედიცინო მხარეს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც, ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია რამდენად მიღწევადია ეს თუ რას ვაღწევთ ჩვენ პაციენტზეც და მე ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება, თუ რატომ ხდება ამდენი ხნის განმავლობაში, რატომაა ასეთი შედეგი რაც გვაქვს. შემიძლია გაგახსენოთ რომ თავისი ფეხით შემოვიდა პაციენტი და ახლა მას უჭირს გადაადგილება, ამაზე მკურნალი ექიმი მოგახსენებთ, რა არის ამის მიზეზი." ამბობს ჩხაიძე

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი