300-400 კალორიას იღებს დღეში, [აუცილებელია] მინიმუმ 1 700 - ენდოკრინოლოგი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

კლინიკა "ვივამედის" ექიმმმა, ენდოკრინოლოგმა, ნუტრიციოლოგმა სოფო მებუკემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კვების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ძირითადი წამყვანი სიმპტომი მადის დაქვეითებაა. 

ენდოკრინოლოგი ამბობს, რომ  კვლევებით მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის მიხეილ სააკაშვილის ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი. 

ექიმმა კალორაჟზეც ისაუბრა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას. 

"თითქმის ცხრათვე-ნახევარი სრულდება, რაც პაციენტი ჩვენთან იმყოფება და ყოველდღიურად ფაქტობრივად ენერეტიკული ბალანსი იმყოფება უარყოფით რეჟიმში. ეს ნიშნავს იმას, რომ პაციენტი ღებულობს მესამედ, ან მეოთხედ კალორაჟს, ვიდრე მას ეს ესაჭიროება თავისი ძირითადი ცვლისთვის, ანუ თავის ცხოველმოქმედების ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და კიდევ უფრო ნაკლებს, ვიდრე წონის შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, ლოგიკურია, გვაქვს წონის კლების ესეთი დინამიკა, რომელიც დღემდე გრძელდება. ბოლო დღეების დაანგარიშებით, სადღაც 300-400 კალორიაა დღეში, რაც გამოდის მის მიერ მიღებული ათვისებული საკვებისა. [აუცილებელია] მინიმუმ 1700 მაინც, მინიმუმ 1700 მზარდი ტენდენციით. შეთავაზებულ იქნა [კვების კალორაჟი], თუმცა ის დღემდე აგრძელებს თავისი სურვილისამებრ შერჩეული საკვები პროდუქტებით კვებას. 

არსებობს გარკვეული ენდოკრინოლოგიური პათოლოგიები, რომლებიც ხასიათდება - მადის დაქვეითება არის ძირითადი წამყვანი სიმპტომი. თუმცა შესაბამისი კლინიკოლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევებით ყოველგვარი ორგანული გენეზის და მადის დაქვეითების მიზეზი გამოირიცხა, რაც ნიშნავს, რომ ეს არის პაციენტის სუბიექტური, ფსიქოემოციურ ფონზე განვითარებული მადის დაქვეითების ფენომენი, რომელიც განპირობებულია, როგორც თავადაც აღნიშნავს, თავისუფლების იძულებითი აღკვეთის მომენტით",- თქვა სოფო მებუკემ. 

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, თამარ დავარაშვილმა კი აღნიშნა, რომ შემოდგომიდან საუბარი იყო ცილოვანი დანამატების მიღებაზე, რადგან კუნთოვანი ქსოვილის ატროფია მიდის, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი ამაზე ვერ დაითანხმეს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა დაახლოებით 1 კვირის წინ პარენტერალურ კვებაზე ისევ უარი განაცხადა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი