ვივა მედში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ცილოვანი დანამატების მიღებაზე თანხმობა თქვა, თუმცა მოგვიანებით შეწყვიტა.
კლინიკაში ამ ყველაფერს მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციებს უკავშირებენ:
"მიზეზი ძირითადად არის სხვადასხვა სიტუაციებიდან გამომდინარე, ზოგჯერ ის ინფორმაცია, რასაც იღებს პაციენტი მასმედიის საშუალებით, ეს ხდება საფუძველი უარის თქმის შემდგომში მკურნალობის გაგრძელების" ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ენდოკრინოლოგ სოფო მებუკეს თქმით, გაწერილია თუ რა რაოდენობის ცილებია საჭირო ორგანიზმისთვის, რაც ოჯახმაც და პაციენტმაც იცის:
"კუნთოვან ატროფიას აქვს უკვე ადგილი წონის კლებიდან გამომიდინარე, სწორედ საკვებიდან მიღებული ცილების საშუალებით უნდა მოხდეს კუნთების კვლავ აღდგენა და ამაში მას უნდა დაეხმაროს საკვები. მის მიერ მოტანილი საკვებიდან არის დაახლოებით 600 კალორიამდე, რასაც ის ღებულობს, მაგრამ არა იმას, რასაც ჩვენ ვთავაზობთ" ამბობს მებუკე.
მისივე თქმით, ყოველდღიური მცდელობა აქვთ - "პაციენტი თავად მივიდეს გადაწყვეტილებამდე, დათანხმდეს იმ სახის კვებაზე, რომელიც მას ჩიხიდან გამოიყვანს, რომელიც გააუმჯობესებს მის მდგომარეობას, რაც გამოიწვია წონის კლებამ 9 თვის მანძილზე.