ჩანგრეული ხიდი ავტომაგისტრალზე | მთავრობა წყალში ჩაყრილ მილიონებზე პასუხისმგებლობას იხსნის

გამოქვეყნდა:

მილიონობით ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში ჩამოიშალა. სამტრედია-გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი ჩანგრეულია. უხარისხოდ აგებულმა ხიდმა, რომელიც 10 წლის განმავლობაში შენდებოდა, ადიდებული რიონის წყლის ნაკადს ვერ გაუძლო, უცნობია, რამდენად მყარია სხვა საინჟინრო კონსტრუქციები, რომლებიც ახალ მაგისტრალზე მდებარეობს. 

დასაზუსტებელია ზარალის ზუსტი ოდენობაც, რომელიც სახელმწიფოს ახლადაგებული და ჯერ კიდევ გაუხსნელი ხიდის ნგრევით მიადგა. მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის იმის მიუხედავადაც კი, რომ ასობით მოქალაქის სიცოცხლე ამ ხიდზე შესაძლოა ტრაგიკულად დასრულებულიყო. კომპანია კი, რომელსაც პროექტი უნდა შეესრულებინა, გაკოტრებულია და საერთაშორისო დავის მიუხედავად, ქვეყანა გადახდილ მილიონებს ვერ დაიბრუნებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი