მგონი, ბაჩალიაშვილი სამსახურიდან წასვლას 6 თვის წინ ფიქრობდა - კომპანია ZAG-ის მფლობელი

გამოქვეყნდა:

გადაცემა "დღის სტუმარის" წამყვანმა თათა ჩიკვილაძემ, თამარ ბაჩალიაშვილის დამსაქმებელი კომპანია ZAG-ის მეპატრონე აბრაჰამ რეიხბახთან ინტერვიუ ჩაწერა. რეიბახის თქმით, 23 წლის პროგრამისტი სამსახურიდან წასვლას დაახლოებით 6 თვის წინ ფიქრობდა, თუმცა ის დარწმუნებული არაა, რომ ეს ნამდვილად ნახევარი წლის წინ იყო. აბრაჰამ რეიბახმა "მთავართან" ინტერვიუში ასევე ყვება, რომ მან მომხდარის შესახებ სატელეფონო საუბრიდან, რამდენიმე ადამიანისგან გაიგო. 

თავის მხრივ, კომპანია ZAG-ი, რეიბახის თქმით, საქართველოში დაახლეობით 8 წელია ფუნქციონირებს და ისინი კომპანიებს პროგრამულად უზრუნველჰყოფენ, თუმცა თავად მფლობელი ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არაა. 

- ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, ვიზიარებ მწუხარებას, ყველაზე მეტად მშობლებზე მეფიქრება...

თამარი, სხვების მსგავსად, პროგრამებს წერდა, ჩვენ კარგი მენეჯერი გვყავს საქართველოს ოფისში, მე არ ვარ ჩართული ყოველდღიურ საქმიანობაში, მენეჯერი კურირებს ყველაფერს. რაც ვიცი, ჩვენი თანამშრომლები კმაყოფილი არიან ანაზღაურებით, პირობებით და ყველა თავისუფალია თავის ქმედებაში - წავიდეს თუ დარჩეს.

როგორც ვიცი, თუ არ ვცდები, თამარმა თქვა, რომ წასვლას აპირებდა, მგონი ეს 6 თვის წინ იყო, ზუსტად არ ვიცი. რადგან მას 2 სამსახური ჰქონდა. მე პირადად მასთან არ მისაუბრა, მგონი ერთხელ დავინახე ოფისში, როცა ჩამოსული ვიყავი, უბრალოდ მივესალმე, რადგან ყოველდღიურ საქმიანობაში არ ვერევი.

- რაც მედიით გავრცელდა, აქამდე ცნობილი არ იყო, რომ ის 6 თვის წინ ფიქრობდა სამსახურიდან წასვლას. ხომ არ იცით რა შეიძლება ყოფილიყო ამის მიზეზი?

- არ ვიცი ზუსტად, მგონი, ვფიქრობ, ეს 6 თვის წინ იყო, შეიძლება ვცდებოდე. საბოლოდ მგონი ბოლოს ერთი კვირის წინ წავიდა სამსახურიდან. მგონი, 2 წელი მუშაობდა იქ დაახლოებით.

- ბევრი რამ თქვა თქვენი კომპანიის საქმიანობის შესახებ, ითქვა ისიც, რომ აქ ტროლებისა და ბოტების ქარხანაა.

- არც კი ვიცი ეს რას ნიშნავს, ტროლები??

დიახ, ტროლების ქარხანა, რომელიც დეზინფორმაციის გავრცელებას და პროპაგანდას ემსახურება.

მართლა არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ერთი რაც ვიცი, ესაა კომპანია, რომელიც პროგრამებს წერს და ადამიანები იქ კარგად მუშაობენ. ეს ჩემთვის სისულელეა. 
მე არ ვიცი თქვენთან როგორაა, მაგრამ ჩვენი კომპანიაა ის, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ჭორებს საფუძველი არ აქვს.

- ასევე კითხვის იშნებს იწვევს ის, რომ თქვენი ორგანიზაციის არანაირი მანიშნებელი აბრა არ არის ჭავჭავაძის 15-ში.

- ეს იმიტომ, რომ ჩვენ საქართველოზე არ ვმუშაობთ, მანდ არაფერს ვყიდით, პროგრამებს ვწერთ რომელიც ამერიკაში მოდის. არაა აბრის საჭიროება, უბრალოდ ადგილია, სადაც ჩვენი გუნდი ამერიკისთვის წერს პროგრამებს - პროგრამულ უზრნველყოფას ვაკეთებთ, არაფრის რეკლამირებას არ ვეწევით. ამიტომაც არაა აბრა. ვეტყვი, დაკიდონ. ის რაც ამ ახალგაზრდა ადამიანს შეემთხვა, ძალიან მძიმეა. რამდენადაც შეწუხებულია ჩვენი კომპანია, არაფერ შუაში ვართ. ჩვენ თანამშრომლები გვყავს საქართველოში, მაგრამ ჩვენი კომპანია პროგრამებს ამერიკისთვის წერს, მათ უტილიზაციას უზრუნველვყოფთ. ესაა რასაც ვსაქმიანობთ.

- რა პრინციპით არჩევთ თანაშრომელებს ?

- გარკვეულ უნარებთან ერთად, მათ უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება,  ტესტირებასაც ვუტარებთ თანამშრომელბს, ჩვენი ამერიკული გუნდი ამოწმებს, რომ მათ იცოდნენ PHP-ის დაწერა. ამაზე დაყრდნობით ვიყვანთ თანაშრომელბს, თან რასაც ვაკვირდები, უფრო და უფრო რთულდება კვალიფიციური კადრების პოვნა, რომლებმაც პროგრამული უზრუნველყოფა იციან. ნამდვილად კარგი თანამშრომლები გყავს, 14 ადამიანია თუ არ ვცდები. ყველას შეუძლია წავიდეს სამსახურიდან, მაგრამ რასაც ვაკვირდები, მათი უმრავლესობა არსად მიდის. ამერიკაშიც ჩამოდიან. რამდენადაც მე ვიცი, არაფერი პრობლემა არ უნდა ყოფილიყო ამ ახალგაზრდა ქალთან სამსახურეობრივად.

- მაშინ რატომ წავიდა სამსახურიდან თქვენი აზრით?

- მე როგორც ვხვდები და ვიცი, მას მეორე სამსახურიც ჰქონდა და ამიტომ. 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ეს იყო მიზეზი. მანდ უფრო ეცოდინებათ ადამიანებს, სავაურაუდოდ დატვირთული იქნებოდა.

- რამდენი ხანია ამ ბიზნესში ხართ?

- ბევრი წელია, დაახლოებით 99 წლიდან, მოგვწონს რასაც ვაკეთებთ, ჩემი შვილები და შვილიშვილებიც ამაში არიან ჩართული.

- როგორც თქვენზე ინტერნეტით იძებნება,  34 კომპანია გაქვთ. ესაა თქვენი ძირითადი საქმინობა?

- ტექსტილით დავიწყე ბიზნესი, წლების წინ, დაახლოებით 70-იანებში, ახლა ჩვენი კომპანიები სხვა და სხვა მიმართულებით მუშაობს, მათ შორისა უძრავი ქონება. ამ კომპანიას კი აუთსორსინგი არ სჭირდება. ახლა ამ პერიოდში, კოვიდის გამო, ყველა სახლიდან მუშაობს, მგონი ჩვენი თბილისის თანამშრომლებიც არ დადიოდნენ ეს პერიოდი, 5 თვე დაახლოებით, ოფისში.

- თქვენ გამორიცხავთ, რომ თამარის დაღუპვა სამსახურს უკავშირდებოდეს?

- 100 - არა, 110%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არა. 

- და ბოლოს, გამოძიებაზე მინდა გკითხოთ. რა ეტაპზეა, თქვენთან თუ ჰქონდათ სამართალდამცავებს კითხვები ან თუ დაგიკავშირდნენ საქართველოდან, ვიცით რომ თქვენი ოფისიდან წაიღეს კომპიუტერები.
ბევრი კითხვის ნიშანია, იმის გამოც, რომ გამოძიებამ თამარის კომპიუტერში რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ შეაღწია, მხოლოდ მე-4 დღეს მოხსნენს მას პაროლი.

- კომპიუტერები საიდანაც პროგრამები იწერება, დაშიფრულია, ძლიერი დაცვის სისტემა აქვს, რომ არ დაიჰაკოს. იქნებ ვინმეს ოფისშიც ჰქონდა პაროლი, მე, რასაკვირველია, არ მაქვს, წარმოდგენაც არ მაქვს. მაგალითად გუგლის კომპიუტერები რომ აიღოთ, ვერ გახსნით, იგივეა აქაც. ახლა უკვე, გამოძიების ფარგლებში პოლიცია გახსნის და ყველაფერს ნახავენ, რომ პროგრამები იწერებოდა.

- მოკლედ რომ შევაჯამოთ, თქვენ გამორიცხავთ რომ თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვა უკაავშირდებოდეს სამსახურეობრივ საქმიანობას ან რაიმე სახის კონსპირაციას?

- 120%-ით, სრულად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი