ავარია თბილისში - შემთხვევა ცოტა ხნის წინ გლდანის რაიონში მოხდა, სადაც ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც, თუმცა ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
ადგილზე სამართალდამცველები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებულები.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალების გარკვევას ცდილობს.