"შვილი დამიჭირეს, შემდგნენ, გადამიარეს" - თბილისში, ომის ვეტერანის ოჯახი გამოასახლეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, არდაზიანის 2 ნომრიდან ომის ვეტერანი და მისი მცირეწლოვანი შვილები გამოასახლეს, რასაც ხმაური და 5 ადამიანის დაკავება მოჰყვა.

ომის ვეტერანის, ლაშა გიგაურის თქმით ის აპირებდა კრედიტორისთვის თანხის დაბრუნებას, თუმცა მოლაპარაკებაზე უარი მიიღო. 

"გამომყარეს, დამინგრიეს, შვილი დამიჭირეს, დამიჭირეს ახლობლები, 6 ადამიანი. იძალადეს. პირდაპირ კანონში წერია 35-ე მუხლის მესამე ნაწილში, რომ არ შეიძლება ხელით შეხება, მაინც მოვიდნენ და შეგვახეს. დამაზიანეს, შემდგნენ, გადამიარეს ზედ" ამბობს გიგაური.

ადვოკატების თქმით, ოჯახი ძალის და სამართლებრივი ნორმების დარღვევით გამოასახლეს. 

აღსრულების ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ მათი წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში იყვნენ ჩართულები მოლაპარაკებებში, თუმცა 3 წელი მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის გამოც იძულებულნი გახდნენ სასამართლოს გადაწყვეტილება აღესრულებინათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი