გურჯაანის საავადმყოფოში 2 წლის ბავშვი, მრავლობითი დამწვრობებითა და ტკივილებით შეიყვანეს

გამოქვეყნდა:

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში რამდენიმე საათის წინ, ორი წლის ბავშვი შეიყვანეს, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დამწვრობები, მუცელში ტკივილები და მძიმე ანემია აქვს.

ბებია ამბობს, რომ ოჯახი მრავალშვილიანია და ბავშვის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქალი ირწმუნება, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ, დედასთან იმყოფებოდა, რომელიც მასზე ძალადობს.

ექიმების თქმით, ბავშვს ტანზე ჯერჯერობით დაუდგენელი წარმოშობის მრავლობითი დამწვრობები აქვს.

"ტანზე აქვს მრავლობითი ხასიათის დამწვრობები, ახალი არ ჩანს, დაახლოებით, ათი დღის, ვერ გეტყვით, რით მიიღო ეს დაზიანებები. მუცელი შებერილი აქვს, აღენიშნება ძლიერი ტკივილი, არის მძიმე პაციენტი. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ კატასტროფის სამედიცინო ცენტრის მანქანით, თბილისში გავაგზავნოთ"- ამბობს ექიმი 

გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მობილიზებულია პოლიცია, რომელიც საქმის დეტალებს არკვევს.  

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი