თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. კადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა.
არსებული ინფორმაციით ერთმანეთს 2 ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი და საპატრულო პოლიცია.
დამატებით დეტალებს "მთავარი არხის" ვებ-გვერდი შსს-ში არკვევს.