კიდევ ერთი დისკრიმინაციული კანონი, რომლის მიღებასაც მმართველი უმრავლესობა გეგმავს. საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება იმ პროექტის განხილვა, რომელიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს არათანაბარ პირობებში აყენებს.
ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ რეფორმისა, რომელიც სახელმწიფოს 80 მილიონი დაუჯდება, თუმცა რეალურად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით ექსპერტები მნიშვნელოვან შედეგს არ ელოდებიან.