ბათუმში ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა - 6 მაისის პარკთან უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე რუსული აგრესია დაგმეს და უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
პარკთან შეკრებილებმა სიმბოლურად უკრაინის რუკის კონტური მოხაზეს და განაცხადეს რომ უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას.
ავტორი: თეა ვაშალომიძე