ორთაჭალაში, მრავალსართულიან შენობაში ხანძარია

გამოქვეყნდა:

ორთაჭალაში ხანძარია - შსს-ს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი შენობიდან კვამლი გამოდის.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მშენებარე კორპუსში სამშენებლო მასალას გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია გამომწვევი მიზეზები და შედეგი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური და ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. 

[განახლება] : საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი